ნუგზარ წიკლაური - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ატარებს აქციებს, არ შეუძლია პოლიტიკური ამინდის შექმნა, დაკავებულები არიან გაკოტრებული პოლიტიკოსების მოწვევით, როგორიცაა გიორგი ვაშაძე - ასეთ ვითარებაში  გაძლიერება ვერ მოხდება

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არის შენელებული, ვერ ატარებს აქციებს, არ შეუძლია პოლიტიკური ამინდის შექმნა და ძირითადად, დაკავებული არიან გაკოტრებული პოლიტიკოსების მოწვევით პარტიაში, როგორიც არის მაგალითად გიორგი ვაშაძე. ამიტომ ასეთ ვითარებაში ვერანაირი გაძლიერება ვერ მოხდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ბილტმორიში“ განუცხადა, სადაც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თანამოაზრეებთან ერთად შეხვედრა გამართა.

როგორც ნუგზარ წიკლაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არსებულ მენეჯმენტთან თანამშრომლობა შეუძლებელია, რადგან პარტიაში არსებული არაფორმალური მმართველობით შეუძლებელია „ქართული ოცნების“ დამარცხება, არის სხვა მოსაზრებებიც და ეს ჯანსაღიც არის.

წიკლაურის თქმით, კიდევ ბევრ ადამიანს შეხვდებიან და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რადიკალური ცვლილებების გარეშე, იმ ვითარებაში, რაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩამოყალიბდა, ერთიანი გეგმის შემუშავება ძნელი იქნება.

„ჩვენი სურვილია ერთიანობა, რომლის წინააღმდეგ გამოდის ჩვენი პარტიის დღევანდელი მმართველობა. მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც ამ მენეჯმენტმა უარი თქვა პარტიის ისტორიაზე, იმ ფუნდამენტურ ღირებულებზე, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეფუძნებოდა, აქ ლაპარაკი არის არა იმაზე, რომ ვინმე გავა იქიდან, არამედ იმაზე, რომ ისინი სცილდებიან „ნაციონალურ მოძრაობას“. ასევე, მიხეილ სააკაშვილისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მხარდამჭერების ხმა და დღეს ის ისმენს არა ჩემ მოსაზრებას, არა ნიკა მელიას ან რამდენიმე პოლიტიკოსის, არამედ, ის ისმენს ათასობით ადამიანის აზრს და შეხვედრების ეს ფორმატი მნიშვნელოვანი ამითაა“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, გამორიცხავს თუ არა ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობას.

„არა, აბსოლუტურად არავისთან გამოვრიცხავ, ოღონდ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს დაფუძნებული იმ კოლაფსის გააზრებაზე, რაც ახალმა მენეჯმენტმა მოიტანა ბოლო 8 თვის განმავლობაში. პრაქტიკულად, არცერთი პოლიტიკური დაპირება, რაც იყო გაცემული 8 თვის წინ, შესრულებული არ არის. პარტია არის შენელებული, ვერ ატარებს აქციებს, არ შეუძლია პოლიტიკური ამინდის შექმნა და ძირითადად, დაკავებული არიან გაკოტრებული პოლიტიკოსების მოწვევით პარტიაში, როგორიც არის მაგალითად ვაშაძე. ამიტომ ასეთ ვითარებაში ვერანაირი გაძლიერება ვერ მოხდება. ერთი ხელით პარტიაში მოგყავდეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნაკლები მხარდაჭერის პოლიტიკოსი და მეორე ხელით ნახევარ პარტიას უარს ეუბნებოდე, ცხადია, ეს ვერანაირი გამარჯვების ფორმულა ვერ იქნება. ეს ბავშვმაც კი იცის“, -განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება