კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ლისის ტბაზე გარბენი გაიმართა

თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის მიზნით საერთაშორისო კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ლისის ტბის ტერიტორიაზე გარბენი მოეწყო. ის „ევროპა დონა საქართველოს“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ჩართულობით განხორციელდა.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, რომ საბჭო სხვადასხვა სახის აქტივობებით ცდილობს ხელი შეუწყოს მოქალაქეების ინფორმირებას კიბოს დროული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ.

„დღეს ლისის ტბის ტერიტორიაზე „ვარდისფერი მარათონი“ მოეწყო. ჩვენ გარშემო ბევრი ადამიანია, რომლებმაც ეს დაავადება დაამარცხეს და ახლა სრულად არიან ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღევანდელი დღე არის გზავნილი, რომ დროულად ჩაიტარონ სკრინინგი, რომელსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს. მჯერა, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შევუწყობთ ხელს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ვარდისფერ მარათონში“ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, „ევროპა დონა საქართველოს“, ეროვნული სკრინინგ ცენტრის, საჯარო და კერძო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება