ისრაელის ელჩი -  ამ იერიშმა 4 მილიონ ისრაელელს აიძულა თავშესაფრებს და დაცულ ოთახებს შეფარებოდნენ -  ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად

ამ იერიშმა 4 მილიონ ისრაელელს აიძულა თავშესაფრებს და დაცულ ოთახებს შეფარებოდნენ - ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი აცხადებს.

„რთულია ასეთ დღეს სიტყვების პოვნა. დილის 6:30 საათიდან ისრაელზე შეტევა ხორციელდება. რამდენიმე საათის განმავლობაში 2200-მდე რაკეტა და ჭურვია გამიზნულად გასროლილი ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით მათ მოსაკლავად. ამ იერიშმა 4 მილიონ ისრაელელს აიძულა თავშესაფრებს და დაცულ ოთახებს შეფარებოდნენ. სამხრეთში, რამდენიმე ებრაულ დასახლებაზე ბარბაროსული თავდასხმები განხორციელდა ტერორისტული „ჰამასის“ მიერ. ოჯახები, პატარა ბავშვებითა და მოხუცებით, თავიანთ სახლებში არიან დახოცილნი. ძნელია ასეთი სასტიკი სიმხდალის წარმოდგენა. ახლაც კი, ისრაელელები მძევლად არიან აყვანილნი და ზოგიც ღაზაშია გადაყვანილი. ჩვენ ვგლოვობთ 100-ზე მეტ ადამიანს, რომელიც სასტიკადაა მოკლული და იმედი გვაქვს 900-ზე მეტი დაჭრილი ისრაელელის სწრაფი გამოჯანმრთელების. კვლავ ვლოცულობთ, რომ დაკარგული ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ წამოიწყო ეს საშინელი და ბარბაროსული თავდასხმები. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მთელი დღის განმავლობაში მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ჩვენს მიმართ“, - აღნიშნავს ელჩი ჰადას მეიცადი, რომლის განცხადებასაც საქართველოში ისრაელის საელჩო აქვეყნებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო