გორში ქალაქის სახალხო დღესასწაულს - „გორის დღე 2023“  აღნიშნავენ

გორში 8 ოქტომბერს ქალაქის სახალხო დღესასწაული - „გორის დღე 2023“ აღინიშნება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული სანახაობა და აქტივობა გაიმართება.

„მთელის დღის განმავლობაში, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა, კვების ობიექტებისა და სოფლების კუთხეები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტურისტული კუთხე - „ჯიპ - ტური“ და ამასთან, გაიმართება კონცერტები.

„გორის დღე 2023 “- ს გალა-კონცერტი დაასრულებს. კონცერტში, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება, მონაწილეობას მიიღებენ „ქიმერა“, ადგილობრივი ბენდი SOFT WAVE და მუსიკალური ჯგუფი „მგზავრები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება