ლევან ხაბეიშვილი - საფრთხის განეიტრალება შეიძლება ერთადერთ შემთხვევაში, როცა რუსული პარტია ჩამოშორდება მართვის სადავეებს

ჩვენი პრობლემა არის ის, რომ დღეს ჩვენ სახელმწიფოს წარმოადგენს რუსული პარტია და ერთადერთი უსაფრთხოების გარანტი, რაც შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის არის ამ რუსების მოშორება , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო დღეს დგას ისტორიული არჩევანის წინაშე.

„ჩვენდა სამწუხაროდ, არ არსებობს დღეს ობიექტური შესაძლებლობა იმის, რომ მოვიწვიოთ მაგალითად უსაფრთხოების საბჭო, ვინ დააკომპლექტებს? ივანიშვილს ბანკირები, ღარიბაშვილი, სუს-ის უფროსი ლილუაშვილი, რომელიც ასევე, „ფეესბესთან“ თანამშრომლობს. „ფეესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს, რომ იცავს სუს-ის უფროსი, ჩემთვის ან საზოგადოებისთვის დამაჯერებელი იქნება ამ ადამიანების შეკრება? და ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი შეკრება იქნება, როცა რუსეთის „ეფესბეს“ გავლენის აგენტები შეიკრიბებიან? ჩვენი პრობლემა არის ის, რომ დღეს ჩვენ სახელმწიფოს წარმოადგენს რუსული პარტია და ერთადერთი უსაფრთხოების გარანტი, რაც შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის არის ამ რუსების მოშორება. საქართველო დგას ისტორიული არჩევანის წინაშე და ჩვენდა სამწუხაროდ, ამ დროს გვყავს რუსული ხელისუფლება, საფრთხეა ის, რომ საქართველო განიცდის რუსიფიკაციას და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვიფიქროთ, ევროპულ მომავალზე და საბოლოო ჯამში გადაწყდეს პრობლემა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უსაფრთხოების, რუსეთი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის დიდ ტერორისტულ დაჯგუფებად გადაიქცა და მათ შორის, სამხედრო დამნაშავედ არის პუტინი გამოცხადებული, იმასთან თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლება, ამ ხალხთან აღადგინეს ფრენები, ამ ახლახან მეგობრობს ღარიბაშვილი და ივანიშვილი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული საფრთხე რასაც ისინი აკეთებენ, ამიტომ ამ საფრთხის განეიტრალება შეიძლება ერთადერთ შემთხვევაში - როცა რუსული პარტია ჩამოშორდება მართვის სადავეებს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო