ლევან დავითაშვილმა საფოსტო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფოსტის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე - ფოსტის მსოფლიო დღე მიულოცა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაერომ წლევანდელ მსოფლიო ფოსტის დღე „ერთად ნდობისთვის: ვითანამშრომლოთ უსაფრთხო და დაკავშირებული მომავლისთვის“ თემატიკით აღნიშნა.

„ფოსტის სფერო წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს, რომელიც ნებისმიერი სახელმწიფოს და საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. ციფრულ ერაში, ტექნიკის და მაღალი ტექნოლოგიების გლობალური პროგრესის მიუხედავად, ფოსტის განვითარებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ადამიანებს შორის კავშირის დამყარებაში, წარმოების, ვაჭრობის და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. საფოსტო მომსახურების, როგორც სერვისის მიმწოდებლის წარმატების საფუძველი ნდობაშია. დღეს, ფოსტის მილიონობით თანამშრომელს ანდობს მსოფლიოს მაცხოვრებლები მათთვის მნიშვნელოვან ნივთებსა და გზავნილებს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ციფრული ტრანსფორმაციის მიმდინარე პროცესებში საფოსტო სამყაროს დიდი პოტენციალი სწორედ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობებით და მისი ფართო ქსელის მეშვეობით ხორციელდება.

„ერთად ნდობისთვის“ არის მოწოდება მოქმედებისკენ, რათა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაერთიანდნენ ციფრული საფოსტო სფეროს განვითარებისთვის, რომელიც დაეხმარება მოსახლეობას, წვდომა ჰქონდეს ციფრულ ეკონომიკაზე“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება