საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა საერთაშორისო კონფერენციაში - „კომპიუტერული მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები - CSIT 2023“ მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა საერთაშორისო კონფერენციაში - „კომპიუტერული მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები - CSIT 2023“ მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, მეთოთხმეტე საერთაშორისო კონფერენცია ერევანში გაიმართა, რომელიც სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასში ქართველი მეცნიერების გარდა, მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, ირანის, კანადის, ლიტვის, ნორვეგიის, რუსეთის ფედერაციის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სომხეთის, უკრაინის, უნგრეთის, ფილიპინების, ყაზახეთის, ჩინეთის და ა.შ. წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, საერთაშორისო კონფერენციაზე ქართველი მეცნიერები ახალი იდეებით და საინტერესო თემებით წარსდგნენ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერები კონფერენციაში, ნაყოფიერად და წარმატებით, უკვე მრავალი წელია ვმონაწილეობთ. კონფერენციის მიზანია კომპიუტერული მეცნიერებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგის მკვლევარებს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა და წახალისება. წელს, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორი თემა მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა წარვადგინეთ და ასევე, მასპინძლების გადაწყვეტილებით, კონფერენციის რამდენიმე სექციიდან ორის თანათავმჯდომარე ვიყავით. ეს იყო ძალიან საინტერესო კონფერენცია, ახალი იდეებით და ახალი თემებით“, - განაცხადა პროფესორმა, ვახტანგ კვარაცხელიამ.

სტუ-ის ინფორმაციით, მეთოთხმეტე საერთაშორისო კონფერენციაში - „კომპიუტერული მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები - CSIT 2023“,ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამმა მეცნიერმა, ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ჰამლეტ მელაძემ და მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა მარინე მენთეშაშვილმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე მუშაობდა სექციები: ალგორითმები, ავტომატები და ლოგიკა, ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, ღრუბლოვანი გამოთვლები, კრიპტოგრაფია და კიბერუსაფრთხოება, დისკრეტული მათემატიკა და კომბინატორული ანალიზი. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებები, ინფორმაციის თეორია და კოდირების თეორია, განაწილებული სისტემები, დიდი მონაცემები, სახეთა ამოცნობა და გამოსახულებათა დამუშავება, ტელეკომუნიკაციები და ქსელები და სხვა. კონფერენციის შრომების კრებული განთავსებულია ვებ-გვერდზე, რომელიც გამოიცემა ჟურნალის სახით.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის