პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ მდივანი 14 წლის გოგოს მკვლელობაზე - ამ ტიპის დანაშაულთან თანამონაწილეთა დაუსჯელობასა და არასათანადო რეაგირებას მივყავართ

მსგავსი ტიპის დანაშაულებთან თანამონაწილეთა დაუსჯელობას და არასათანადო რეაგირებას მივყავართ, - ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ მდივანმა, ინგა გოდერძიშვილმა განაცხადა, რითაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა, რა დროსაც ქმარმა 14 წლის გოგო მოკლა.

„არასრულწლოვანთა მიმართ იძულებით ქორწინება უმძიმესი დანაშაულია, რომლის დროსაც მოზარდებს ერთმევათ თავისუფლება, რჩებიან განათლების გარეშე, ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები. ცოტა ხნის წინ მომხდარი საზარელი დანაშაულის მსხვერპლი 14 წლის არასრულწლოვანი გოგონაა, რომელიც ცდილობდა, იძულებითი ტყვეობისგან თავი დაეღწია და საკუთარმა მეუღლემ სასიკვდილოდ გაიმეტა.

არასრულწლოვანთა მიმართ ქორწინების იძულება ხშირად დაკავშირებულია ტრადიციებთან, ეთნიკურ უმცირესობების ჯგუფთან, ფინანსურ სარგებელთანაც კი. სამწუხაროდ, ამ ტიპის დანაშაულთან თანამონაწილეთა დაუსჯელობასა და არასათანადო რეაგირებას მივყავართ. ამისათვის საჭიროა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კუთხით კომპლექსური მუშაობა, რათა მოზარდები მსგავსი ტრაგედიისგან დავიცვათ“, - აცხადებს ინგა გოდერძიშვილი, რომლის კომენტარსაც პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ავრცელებს.

მათივე განმარტებით, პარტია თბილისსა და რეგიონებში ადგილობრივებთან შეხვედრების დროს ყოველდღიურ პრობლემებზე საუბრის გარდა, ცდილობს, მოქალაქეებს სწორედ აღნიშნულ თემებზე მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია, აუხსნას მათ, რა არის საჭირო, რომ თითოეული ქალის უფლებები საქართველოში მაქსიმალურად დაცული იყოს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება