დევი ჭანკოტაძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს - როგორც კი ოკუპანტის სამხედრო ხომალდი ოჩამჩირეში შევა, ჩათვალეთ, ომში ვართ გაბმული, ამიტომ თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი დაფინანსება არ არის საკმარისი

როგორც კი ოკუპანტის სამხედრო ხომალდი ოჩამჩირეში შევა, ჩათვალეთ, ომში ვართ გაბმული - სიტუაცია ძალიან მძიმეა, არავის ვაშინებ, მაგრამ ომის წინ ვდგავართ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა, დევი ჭანკოტაძემ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

ჭანკოტაძე დაინტერესდა, რაზე დაყრდნობით განისაზღვრა თავდაცვის ბიუჯეტად 230 მლნ ლარი და განაცხადა, რომ ეს საკმარისი არაა.

„მეგონა, ეს ბიუჯეტი განსაკუთრებული იქნებოდა, რადგან სიტუაცია ძალიან მძიმეა. არავის ვაშინებ, მაგრამ ომის წინ ვდგავართ, დამიჯერეთ. როგორც კი ოკუპანტი რუსი სამხედროს ხომალდი ოჩამჩირეში შევა, ჩათვალეთ, ომში ვართ გაბმული. თუ ამას ვერ ხედავთ, მე ამას ვხედავ. ამიტომ, ბიუჯეტი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მშვიდობიანად გადავლახოთ ეს სიტუაცია, ასე არ გამოვა. 230 მლნ ლარია გამოყოფილი, რომ თავდაცვის ძალებმა შეიძინონ შეიარაღება. ვთვლი, ეს არ არის საკმარისი, ეს დაახლოებით 85 მლნ დოლარია. მაგალითად, 85 მლნ დოლარად 1.5 ანტისაჰაერო ასეული შეგვიძლია შევიძინოთ, სადაც 9 დანადგარი შედის. თბილისი რომ დავიცვათ 7 ასეული ასეთი გვჭირდება. ვერ ხედავთ ამ საფრთხეს? მთელი საქართველო ხედავს ამ საფრთხეს, ჩვენი მთავრობა - ვერა. რა გამოდის, ომისთვის მზადება არ მიდის. ამას ვერ გავექცევით, დიდი ალბათობით, მოხდება. მითუმეტეს, ხედავთ, ჯერ დაიწყო მოლდოვაში - რაც არ უნდა ეფერო, მაინც აურევს; მერე ყარაბაღში ეცადა სიტუაცია აერია; ახლა ისრაელში. შემდეგი შეიძლება ჩვენ ვიყოთ და რა, მზად ვართ? არ ვართ მზად. ამ ბიუჯეტს რომ ვუყურებ, არ არის მზად. ამ წელს სამხედრო ბიუჯეტი უნდა იყოს“, - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება