გია ვოლსკი - თუ ვინმეს უნდა უხაროდეს, რომ ღია კენჭისყრა იქნება, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა იყოს - ეს ღელვა, მოთქმა და ბორგვა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება

თუ ვინმეს უნდა უხაროდეს, რომ ღია კენჭისყრა იქნება, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა" უნდა იყოს - ეს ღელვა, მოთქმა და ბორგვა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი რეგლამენტში ცვლილებებს, რომლითაც თანამდებობის პირის არჩევისა და გადაყენების საკითხზე კენჭისყრა ღია იქნება.

ვოლსკის თქმით, ოპოზიცია სპეკულირებს, რომ ღია კენჭისყრის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ „ხათრით“ ან მოსყიდვის შედეგად შეიძლება დაუჭიროს ვინმემ მხარი პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

„აქედან გამომდინარე მთელი ოპოზიცია ამდენი ხნის განმავლობაში მოთქვამდა, რომ არ უნდა შესულიყვნენ სხდომათა დარბაზში. პრაქტიკულად ეს მხოლოდ პარლამენტარიზმთან დაპირისპირება არ არის, ეს არის რყევა, რომელიც საკმაოდ აშკარა იყო. თუ ვინმეს უნდა უხაროდეს, რომ ღია კენჭისყრა იქნება, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა" უნდა იყოს, შემოვიდნენ, იმუშაონ, პარლამენტში დეპუტატი უნდა იჯდეს და ხმას უნდა აძლევდეს, მაგრამ ზოგადად, არამარტო იმპიჩმენტზე, სხვა საკითხებზეც დაფარული კენჭისყრის თემის მოხსნა დღის წესრიგიდან, პოზიტიურია, გამჭვირვალეა და მისაღებია. პარლამენტი და ეს ქვეყანა ხომ არ არის პოლიტიკური პარტიების? მოსახლეობამ უნდა იცოდეს ვინ ვის, როგორ აძლევს ხმას და ვის რა პოზიცია აქვს, მათ შორის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ასე რომ ეს ღელვა, მოთქმა და ბორგვა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება რადიკალურ ოპოზიციაში,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება.

კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის