შალვა პაპუაშვილი - ის, რომ ევროპაში იყო შეფარებული მიხეილ სააკაშვილი და დღემდე შეფარებულია კეზერაშვილიც, ევროპის პასუხისმგებლობაა ქართულ პოლარიზაციაზე

საქართველოში რადიკალიზაციამ რომ დაიწიოს და პოლარიზაცია შემცირდეს, ევროპასაც თავისი წვლილი აქვს გასაკეთებელი - დამნაშავეები, რომლებიც ცნობილი არიან სისხლის სამართლის საქმეებით, უნდა გადმოგვცენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მაშინ, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროპაში აფარებდა თავს, "ვნახეთ შედეგი, კერძოდ, რევოლუციური გეგმები".

„მე, მათ შორის, ჩვენ ევროპელ კოლეგებთან საუბრის დროს და თუ გახსოვთ, გასულ წელს, წლიური ანგარიშის დროს ვთქვი, რომ სინამდვილეში საქართველოს პრობლემა არის არა პოლარიზაციაში, არამედ რადიკალიზაციაში. საქართველოში რადიკალიზაციამ რომ დაიწიოს და პოლარიზაცია შემცირდეს, თავისი წვლილი უნდა შეიტანონ ევროპელებმაც, ევროპასაც თავისი წვლილი აქვს გასაკეთებელი. როდესაც დავით კეზერაშვილს საქართველოს არ გადასცემ, იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპაში აფარებდა თავს, არ გადმოგვცემდნენ და ვნახეთ შედეგი, რაც იყო - რევოლუციური გეგმები. ზურაბ ადეიშვილი, უკრაინაშია და ევროპაშიც დადის. სხვა დამნაშავეები, რომლებიც ცნობილი არიან სამი ინსტანციით დამნაშავეებად და სისხლის სამართლის საქმეებით, უნდა გადმოგვცენ. ეს იქნება მათი წვლილი დეპოლარიზაციაში.

რაც შეეხება პოლარიზაციის პრობლემას, რა თქმა უნდა, ის, რომ ევროპაში იყო შეფარებული მიხეილ სააკაშვილი და დღემდე შეფარებულია კეზერაშვილიც, ევროპის პასუხისმგებლობაა ქართულ პოლარიზაციაზე“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება