შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიციის მიზანია პოლარიზაცია იყოს, ისეთი პრეზიდენტი იყოს, რომელიც კონსტიტუციას არღვევს და ამით შემოიტანონ დაძაბულობა

მათი {რადიკალური ოპოზიციის} მიზანია პოლარიზაცია იყოს, ისეთი პრეზიდენტი იყოს, რომელიც კონსტიტუციას არღვევს და ამით შემოიტანონ დაძაბულობა. მათი არჩევანი იქნება პოლიტიკურ მიზანს გაჰყვებიან, თუ საქართველოს კონსტიტუციას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნაში უნდა თქვას, ვართ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა, თუ არ ვართ.

„მას შემდეგ, თუ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე გამოვა. საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს ფიცი აქვს დადებული საქართველოს კონსტიტუციაზე, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტს. თუ სასამართლო იტყვის, რომ დაირღვა კონსტიტუცია, ფაქტია, რომ დაირღვა.

გვესმის, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანია, პრეზიდენტის თანამდებობაზე დატოვონ ისეთი ადამიანი, რომელზედაც თუ სასამართლო იტყვის, დადასტურებულად დარღვეული ექნება კონსტიტუცია.

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუცია დაირღვა, ეს ფაქტი იქნება. როდესაც ადამიანს ფიცი აქვს დადებული კონსტიტუციაზე და დადგინდება, რომ ერთ-ერთმა კონსტიტუციურმა ორგანომ მრავალჯერ დაარღვია კონსტიტუცია და არც აპირებს ამის შეწყვეტას, მოლოდინი მაქვს, რომ თავის ფიცს გაიხსენებენ, შემიძლია კიდევ ერთხელ გავუგზავნო ფიცის ტექსტი.

გამომდინარე იქიდან, რომ მათი {რადიკალური ოპოზიციის} მიზანია პოლარიზაცია იყოს, ისეთი პრეზიდენტი იყოს, რომელიც კონსტიტუციას არღვევს, ამით შემოიტანონ დაძაბულობა. შესაბამისად, მათი არჩევანი იქნება პოლიტიკურ მიზანს გაჰყვებიან, თუ საქართველოს კონსტიტუციას“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება