შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ბაზის განთავსების საკითხზე, პარლამენტში რეზოლუციის მიღების საჭიროებას ვერ ხედავს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ბაზის განთავსების საკითხზე, პარლამენტში რეზოლუციის მიღების საჭიროებას ვერ ხედავს.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც მათი სრული ნდობა აქვს.

„არ ვიცი, რა არის დაინიცირებული, რაც შეეხება უსაფრთხოების პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას, ამას სრულად ახორციელებს საქართველოს მთავრობა და ამაში სრული ნდობა აქვს ჩვენს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტრო იქნება თუ უსაფრთხოების სამსახურები. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ამ პოლიტიკის შესაბამისად. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, განსაკუთრებით მარგინალურ ოპოზიციონერებს რომ ჰქონდეთ რაიმე ჯანსაღი აზრი ამასთან დაკავშირებით, მოსახლეობის მხარდაჭერას მიიღებდნენ,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა რეზოლუციის მიღების საჭიროებას, თუნდაც, მმართველი გუნდი რატომ არ წარადგენს ასეთ რეზოლუციას, პაპუაშვილი აცხადებს, რომ საჭიროებას ვერ ხედავენ.

„არა, საჭიროებას არ ვხედავთ, ვინაიდან ჩვენი პოლიტიკა მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მკაფიოდ არის განსაზღვრული, მათ შორის პარლამენტის რეზოლუციებით, სამთავრობო პროგრამის და ზოგადად იმ პოლიტიკის მიხედვით, რაც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ გვაქვს, ასევე იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. მკაფიოა ეს გეგმა და პოლიტიკა და მას მივყვებით,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები თეონა აქუბარდია, პარტია "საქართველოსთვის" წევრები ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ რეზოლუციის მიღებას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პროექტის თანახმად, რომელიც დეპუტატებმა უკვე მოამზადეს, პარლამენტი ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება