შალვა პაპუაშვილი - გაიხედეთ, რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ამ სიტყვის ბუკვალური მნიშვნელობით - საქართველოში ამ დროს არის მშვიდობა, ეს არის რასაც უზრუნველყოფს ჩვენი პოლიტიკა

გაიხედეთ, რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ამ სიტყვის ბუკვალური მნიშვნელობით - საქართველოში ამ დროს არის მშვიდობა. ეს არის რასაც უზრუნველყოფს ჩვენი პოლიტიკა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ რატომ არ იკრიბება უსაფრთხოების საბჭო იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს ორი ომი, პაპუაშვილი აცხადებს, რომ უპირველესი საბჭო, რომელიც არსებობს საქართველოში, არის საქართველოს მთავრობა და მთავრობის წევრებს ერთმანეთთან კოორდინაცია აქვთ.

„ამ პირობებში საქართველო იმას ახერხებს, რომ შენარჩუნებულია უსაფრთხოების ის სტანდარტი, რაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანი განვითარებისთვის და არ ხდება იმ რისკების რეალიზება, რაც რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის მიმართაც აქვს სხვადასხვა არაკეთილმოსურნეს. ეს არის სწორედ შედეგი ჩვენი ხელისუფლების მოქმედებისა, პირიქით რომ ყოფილიყო და გაიხსენეთ ოპოზიცია სხვადასხვა დროს რას მოგვიწოდებდა სხვადასხვა პოზიციებზე, დღეს საქართველო ისევე იქნებოდა ცეცხლში გახვეული, ერთ - ერთი ადამიანის სიტყვები რომ გამოვიყენო და ზუსტადაც ისეთი ცეცხლის წვიმა იქნებოდა აქ, რომელსაც ნატრულობდნენ და დღეს რომ მისტირიან.

უსაფრთხოების საკითხებში კოორდინირებას რაც შეეხება, უპირველესი საბჭო, რომელიც არსებობს საქართველოში, არის საქართველოს მთავრობა, რომელიც მათ შორის უსაფრთხოების საბჭოს წევრებისგან შედგება და დამატებით კიდევ მთავრობის წევრები არიან. მთავრობას აქვს ყოველდღიური, ყოველწამიერი კოორდინაცია, პრემიერს - მთავრობის წევრებთან. ეს კოორდინაცია რომ მუშაობას აჩვენებს შედეგები,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება