„ნაციონალური მოძრაობა“ - თინა ბოკუჩავამ შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში შესწორება დააყენა, რასაც ასამბლეამ მხარი ერთხმად დაუჭირა

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში შესწორება დააყენა, რასაც ასამბლეამ მხარი ერთხმად დაუჭირა. ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პარტიის ცნობით, ბოკუჩავამ შესწორება რეზოლუციაში ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის დელეგაციების თანა-წარდგინებით, რუსეთის მიერ ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნასთან დაკავშირებით დააყენა. შესწორების ტექსტი კი ასეთია: "ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ განზრახვას, ააშენოს საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში, საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც უკანონოდ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც შავი ზღვის რეგიონის დესტაბილიზაციის დამატებით საფრთხეს ქმნის". ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ შესწორებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

ცნობისთვის, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს, რომელიც 7-9 ოქტომბერს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში იმართება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება