გორის მერია - გორში დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა

გორში დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „სხირელის თასი 2023"-ის ფარგლებში შეჯიბრებები ახალგაზრდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ტურნირში ქართველებთან ერთად სომეხი, აზერბაიჯანელი, ყაზახი, მაკედონიელი, ამერიკელი და უკრაინელი მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრებაში 2004 – 2006 წლებში დაბადებული სპორტსმენები 10 წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ. საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეებს გადაეცათ თასები, მედლები და სიგელები.

საერთაშორისო ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით პირველად 2021 წელს გაიმართა და შემდგომში ტრადიციული ხასიათი მიიღო.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული და მსოფლიო ფედერაციების მხარდაჭერით ტარდება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უცხოელ სტუმრებთან ერთად ნუგზარ სხირელის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.

ნუგზარ სხირელი იყო მსოფლიოში აღიარებული მწვრთნელი, ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი. მისი დაარსებულია გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლა. სხირელის აღზრდილები არიან წარმატებული სპორტსმენები - საქართველოს, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება