პარლამენტის პლენარული სხდომის წამყვანს, კენჭისყრის ჩასატარებლად, საკითხის განხილვის შეჩერების უფლება ექნება

პარლამენტის პლენარული სხდომის წამყვანს, კენჭისყრის ჩასატარებლად, საკითხის განხილვის შეჩერების უფლება ექნება. ასეთი შესაძლებლობა პარლამენტის თავმჯდომარესა და ვიცე-სპიკერებს რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით ეძლევათ.

აღნიშნულ ინიციატივაზე განმარტება ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

“გვაქვს შემთხვევები, როდესაც საკითხი განხილულია, კენჭისყრისთვის მზად არის, გადავდივართ შემდეგ საკითხზე, რომელსაც დიდი დრო სჭირდება და კენჭისყრას ვერ ვატარებთ. ასეთი გამოცდილება ახლახანსაც გვქონდა ბიუჯეტში ცვლილებების დამტკიცების დროს, როდესაც სხვა პროექტის განხილვა “გაიწელა“. შემოვა დებულება, რომელიც სხდომის თავმჯდომარეს შესაძლებლობას მისცემს, რომ საკითხის განხილვა შეწყვიტოს, კენჭისყრები ჩაატაროს და შემდეგ საკითხის განხილვა გააგრძელოს. ეს დაგვეხმარება მათ შორის კენჭისყრების დაგეგმისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, პარლამენტში ინიცირებულია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება