პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ისეთ შემთხვევას ითვალისწინებს, როცა ახალარჩეული პარლამენტის სხდომას პრეზიდენტი არ ხსნის

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით ისეთი შემთხვევის გათვალისწინება ხდება, როცა ახალარჩეული პარლამენტის სხდომას პრეზიდენტი არ ესწრება და პარლამენტის პირველ შეკრებას პრეზიდენტი არ ხსნის.

რეგლამენტის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ხსნის და სიტყვას სხდომაზე დამსწრე პარლამენტის უხუცეს წევრს აძლევს.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში, შესაბამის მუხლზე ხდება დამატება იმისა, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას უხუცესი დეპუტატი გახსნის.

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, პარლამენტში ინიცირებულია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება