ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასის“ 1500 მებრძოლის ცხედარი აღმოაჩინეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ 1500 მებრძოლის ცხედარი აღმოაჩინეს.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელზე თავდასხმის შემდეგ 900 ისრაელელი დაიღუპა, მათ შორის 123 ჯარისკაცი.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები, რომელმაც პალესტინელებს მოუწოდა, რომ ღაზას სექტორი დატოვონ და ეგვიპტეს შეაფარონ თავი, აცხადებს, რომ რაფაჰის გადასასვლელი უკვე დაკეტილია.

„გუშინ რაფაჰის გადასასვლელი ღია იყო, ახლა კი დაკეტილია“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების საერთაშორისო სამხედრო პრესსპიკერის, რიჩარდ ჰეხტის განცხადებაში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა