ცესკოს თავმჯდომარე - საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ყველა ინსტიტუციაში მივიტანთ ინოვაციურ ტექნოლოგიურ საშუალებებს, რომ უზრუნველვყოთ ამომრჩეველთა მაქსიმალური ინფორმირება, რათა საზოგადოება 2024 წლის არჩევნებისთვის მზად იყოს

საინფორმაციო კამპანია გაგრძელდება და ყველა ინსტიტუციაში მივალთ, მივიტანთ ამ ინოვაციურ ტექნოლოგიურ საშუალებებს, რომ უზრუნველვყოთ ამომრჩეველთა მაქსიმალური ინფორმირება, რათა საზოგადოება 2024 წლის ოქტომბერში გასამართი მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზად იყოს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესის პრეზენტაცია, პარლამენტის შემდეგ, საკრებულოში იმართება და აღნიშნული საინფორმაციო კამპანია ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

"ეს ტექნოლოგიები, რა თქმა უნდა, ემსახურება ერთი მხრივ, პროცედურების გამარტივებას, ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას, უსაფრთხოების და სანდოობის მაღალი მაჩვენებლის უზრუნველყოფას, წინასწარი შედეგების მოკლე დროში გამოცხადებას და რა თქმა უნდა, შედეგებთან მიმართებაში სანდოობასა და სიზუსტეს. შესაბამისად, ტექნოლოგიური ინტერვენცია საჭიროებს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, ჩართული მხარეების მომზადებასა და განათლებას ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს 2024 წლის არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას," - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება