ლევან დავითაშვილმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„10 ოქტომბერი რკინიგზელის დღეა. მინდა მივულოცო საქართველოს რკინიგზის ყველა მოქმედ და ყოფილ თანამშრომელს პროფესიული დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა ვუთხრა.

ზუსტად 151 წლის წინ, ფოთიდან თბილისის მიმართულებით პირველი სატვირთო - სამგზავრო მატარებელი დაიძრა. ამ დღიდან მოყოლებული, საქართველოს რკინიგზას თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, რკინიგზით 21.8%-ით მეტი ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა. განსაკუთრებით მზარდია დინამიკა საკონტეინერო გადაზიდვებში - 2022 წელს ეს მაჩვენებელი 19.1%-ით, 2023 წლის იანვარი - აგვისტოს პერიოდში კი 17.8%-ით გაიზარდა.

ტვირთნაკადების ზრდის ფონზე, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. 2024 წლისთვის საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება იგეგმება, რის შედეგადაც ტრანსპორტირების დრო და ხარჯები შემცირდება, გაიზრდება სარკინიგზო მიმოსვლის უსაფრთხოების დონე, ხოლო წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს ჩვენ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში მნიშვნელოვანი რეფორმა დავიწყეთ, რაც ამ დარგში თანამედროვე, ევროპული ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირებას გულისხმობს. მისი განხორციელების შედეგად, სარკინიგზო ტრანსპორტის ეფექტურობა და კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად ამაღლდება.

რკინიგზის წარმატებისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა კომპანიის 11,000-ზე მეტ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, საქართველოს რკინიგზის განვითარებისთვის მუშაობენ. ამით თავიანთი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციის - სატრანსპორტო დერეფნის გამართულ ფუნქციონირებაში”, - ნათქვამია მილოცვაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება