რეზო ხარაზი - „ნაციონალური მოძრაობა“ ვაგრძელებთ ივანიშვილის ხელისუფლების მხილებას - ბათუმელებმა უნდა იცოდნენ სად და როგორ იხარჯება მათზე გამოყოფილი 200 მილიონი ლარი

როცა ქვეყნიდან ადამიანები ოჯახებით გარბიან, როცა 5000-ზე მეტმა ბავშვმა დატოვა ჩვენი ქვეყანა, როცა 40 000 სოციალური შემწეობის მომლოდინე ადამიანი გყავს ბათუმში, ამ დროს რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პირადი მოურავები ღარიბაშვილი და რიჟვაძე გეგმავენ ბიუჯეტიდან 200 მილიონის მოპარვას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა, რეზო ხარაზმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ივანიშვილის ხელისუფლების მხილებას.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ (მუნიციპალური განვითარების ფონდი) შემუშავებული იქნა ახალი ე.წ კურორტების განვითარების ერთ მილიარდიანი პროგრამა, საიდანაც მაგალითად ბათუმზე გამოიყო 200 მილიონი ლარი. აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაცია თავიდანვე გასაიდუმლოებული იყო და დღემდე ბუნდოვანია. უფრო მეტიც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში (nat230015286) უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა შპს „საბა კონსტარქშენმა“ მიიღო მონაწილეობა და მოიგო. ამ კომპანიას ავანსის სახით 60 მილიონი ლარი უკვე გადაერიცხა. შპს „საბა კონსტრაქშენი“ დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“. მას აჭარაში 300 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაო აქვს მიღებული ამ კომპანიას უკავშირდება „გმირთა ხეივნის“ გაჭიანურებული და კორუფციული პროექტი, ასევე ეს კომპანია მოხვდა 2023 წლის გამოქვეყნებულ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე ეს კომპანია წლებია ახორციელებს დაბა ჩაქვში ძალოსნობის დარბაზის მშენებლობას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ივანიშვილის ხელისუფლების მხილებას. ბათუმელებმა უნდა იცოდნენ სად და როგორ იხარჯება მათზე გამოყოფილი 200 მილიონი ლარი“, - განაცხადა რეზო ხარაზმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება