ენტონი ბლინკენი - ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას თავისი მოქალაქეები „ჰამასის“ თავდასხმებისგან და მძევლების გათავისუფლება უზრუნველყოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელი კოენს ტელეფონით ესაუბრა და ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ვესაუბრე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელი კოენს იმის შესახებ, თუ როგორ უჭერს მხარს აშშ ისრაელს, რომელიც „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმისგან იცავს თავს და დავადასტურე მცდელობები ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლების უზრუნველსაყოფად“, - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.

მისივე ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონასაც ესაუბრა.

„ვესაუბრე კატრინ კოლონას ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმებისა და „ჰამასის“ ძალადობაზე რეაგირების გაგრძელებასთან დაკავშირებით. ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას თავისი მოქალაქეები ამ თავდასხმებისგან და უზრუნველყოს მძევლების გათავისუფლება“, - აცხადებს ბლინკენი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება