ბელგიელი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბელგიური მედიის 13 წარმომადგენელს უმასპინძლა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრესტურის ფარგლებში პოპულარული ბლოგერები, ინფლუენსერები და ჟურნალისტები საქართველოს შესახებ საერთაშორისო გამოცემებისთვის: Elle, Ken magazine, Marie-Claire, So Soir, De Standaard, Trends Style, Knack Weekend, Trends Tendance სტატიებს მოამზადებენ.

ტურის ფარგლებში სოციალურ ქსელებში განთავსდება ბლოგები, პოსტები, ვიდეორგოლები და სთორები. საქართველოს შესახებ ინფორმაცია ნიდერლანდურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე გავრცელდება.

„ბელგიური მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ თბილისს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთს. ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს მარნები, სადაც ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. სხვადასხვა რეგიონში მედიის წარმომადგენლებისთვის პურის ცხობისა და ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასები მოეწყო, ტურის მონაწილეები გაეცნენ ქართულ სამზარეულოს, კულტურას, არქიტექტურას, დაათვალიერეს ტურისტულად საინტერესო ადგილები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება