ნანა ტოხვაძე - განათლების მინისტრმა იკადრა ის, რაც კომუნისტურ პარტიასაც არ უკადრია, მას სკოლებში არ წარუდგენია დირექტორობის ერთ კანდიდატზე მეტი

პატივცემულ მინისტრს, მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების და დამსახურების შესაბამისად, სიმბოლური საჩუქარი მოვართვით, მან იკადრა ის, რაც კომუნისტურ პარტიასაც არ უკადრია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განაცხადა, რომელიც განათლების სამინისტროსთან, სიმბოლურად, საბჭოთა სიმბოლიკით მივიდა.

როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, განათლების მინისტრმა საჯარო სკოლებში მხოლოდ ერთი, პოლიტიკურად სასურველი დირექტორობის კანდიდატები დატოვა, დანარჩენი კი პროცესების მიღმა დატოვა.

მისივე თქმით, საჭიროა მინისტრისა და დირექტორობის კანდიდატების შეხვედრა და მან ამ მოთხოვნით, განათლების სამინისტროში წერილი ჩააბარა.

„პატივცემულ მინისტრს მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების და დამსახურების შესაბამისად, სიმბოლური საჩუქარი მოვართვით. მან იკადრა ის, რაც კომუნისტურ პარტიასაც არ უკადრია. პრაქტიკულად გააუქმა კანონით დადგენილი დირექტორთა არჩევის წესი და იმ სკოლებშიც კი, სადაც ორი და მეტი კანდიდატი იყო ასარჩევი, მას ერთ კანდიდატზე მეტი არ წარუდგენია. პრაქტიკულად, მან შეძლო, რომ არჩევნების მიღმა დაეტოვებინა არასასურველი კანდიდატები და პოლიტიკური ლოიალობის ნიშნის გათვალისწინებით, სამეურვეო საბჭოებს მხოლოდ თითო კანდიდატი წარუდგინა. ახლა გამოდის და სტატისტიკით ჟონგლიორობს თითქოს, ასეთი რამ არ მომხდარა.

მე მინდა დავტოვო წერილი და კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ის დირექტორობის კანდიდატები, რომლებიც მოლოდინში იყვნენ, რომ დირექტორები კონკურენციის, სამართლიანობის პირობებში გახდებოდნენ, მასთან შეხვედრას მოითხოვენ და აუცილებელია ეს შეცდომა გამოსწორდეს, რომელიც კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ტოხვაძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება