ოთარ შამუგია - თითოეული მევენახის ყურძენი სრულად იქნება დაბინავებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, თითოეული მევენახის ყურძენი სრულად იქნება დაბინავებული. მან ჟურნალისტებთან "რთველი 2023" შეაფასა და ყველა მევენახეს დაზღვევის პროგრამის გამოყენებისკენ მოუწოდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ჩვენს მევენახეებს, მეღვინეებს და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. ჩვენ შარშან რეკორდული რაოდენობის ღვინის ექსპორტი განვახორციელეთ. წელს, 9 თვის მონაცემებით, ზრდის საკმაოდ კარგ დინამიკას ვინარჩუნებთ. სწორედ ეს არის იმის საწინდარი, რომ ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდოს და შემდგომში, ბაზარმა თვითონ დაარეგულიროს ეს საკითხი, რომ სახელმწიფოს აღარ მოუწიოს სუბსიდიის სახით ჩარევა. წელს სუბსიდიის მოცულობა შემცირდა. შარშან იყო 35 თეთრი და წელს 20 თეთრის ფარგლებში განხორციელდა სუბსიდირება. კახეთში რთველი ფაქტობრივად დასასრულისკენ მიდის. თითოეული მევენახის ყურძენი სრულად იქნება დაბინავებული. 210 ათას ტონამდე ყურძენი უკვე არის გადამუშავებული. იყო გამოწვევები სტიქიის სახით, დაახლოებით 6 ათას ჰექტრამდე ვენახი დაისეტყვა. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მევენახეების გვერდით და მათ ვეხმარებით ჰექტარზე 3500 ლარის ოდენობით, სადაც სრულად იქნა ვენახი დასეტყვილი. მინდა მოვუწოდო ყველას დაზღვევის პროგრამის გამოყენებისკენ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ ჩვენ ეს რისკები დავაზღვიოთ. თუმცა, არის ობიექტური მიზეზებიც, ზოგ შემთხვევაში მიწის რეგისტრაცია და სხვა, რომლის გამოც მევენახეები დაზღვევას ვერ ახერხებენ, ამიტომაც რადგან სტიქია ასეთი მასშტაბური იყო, გადაწყვეტილება მივიღეთ, მევენახეებს დავეხმაროთ, რომ მათ წარმოების გაგრძელება შეძლონ და შემდეგ წელს უკეთესი მოსავალი მიიღონ“,-განაცხადა შამუგიამ.

გარდა ამისა, მინისტრის განმარტებით, რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია და 300 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.

„ჩვენ ახლაც ვეხმარებით ჩვენს მევენახეებს, ხორციელდება სუბსიდირება 4 ლარის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი არანაკლებ 7 ლარს გადაიხდის. დარწმუნებული ვარ, რაჭაში რთველი ასევე წარმატებულად ჩაივლის და დასრულდება“,-განაცხადა შამუგიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო