შალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს ისრაელის სახელმწიფოს და ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შალვა პაპუაშვილმა მწუხარება გამოხატა ტერორისტების აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიების გამო და ელჩს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ისრაელის მიმართ სოლიდარობა.

ჰადას მეიცადმა პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალურად გააცნო ღაზას სექტორიდან ისრაელზე თავდასხმის შედეგები და ისრაელის სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღნიშნული თავდასხმის გეოპოლიტიკურ კონტექსტსა და მსოფლიო მშვიდობაზე მის გავლენაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება