ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში 30 სახელმწიფო და 45 პროფესიული კოლეჯი ფუნქციონირებს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში 30 სახელმწიფო და 45 პროფესიული კოლეჯი ფუნქციონირებს.

როგორც მან პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციისას აღნიშნა, 10 წლის განმავლობაში, პროფესიული განათლების განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარი გამოიყო.

„ჩვენ გვქონდა არაერთი განხილვა ეკონომიკური საბჭოს ფორმატში თუ როგორ უნდა განვავითაროთ კიდევ უფრო მეტად პროფესიული განათლება. განათლების რეფორმის ჩვენი მთავარი ამოცანაა ხარისხიანი განათლება და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა განათლების სისტემის ყველა საფეხურის, ყველა დონეზე. ჩვენ განათლების სფეროში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება დავიწყეთ. მილიარდი ლარი გამოვყავით ბაგა-ბაღების მშენებლობა- რეაბილიტაციისთვის, ასევე, მილიარდი ლარი გამოვყავით საშუალო სკოლების განვითარებაზე, რეაბილიტაციასა და მშენებლობაზე. ეს პროცესი დაწყებულია, დაახლოებით 400 სკოლის პროექტის კონტრაქტები გაფორმებულია და მშენებლობა არის დაწყებული. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ გავაოთხმაგეთ პროფესიული განათლების ბიუჯეტი. დღეის მდგომარეობით, 30 საჯარო, სახელმწიფო პროფესიული კოლეჯია შექმნილი. 40-მდე ლოკაცია არის გამოყოფილი, 45 კერძო კოლეჯი ფუნქციონირებს დღეს ქვეყანაში და წელს რეკორდული, 95 მლნ ლარი იყო პროფესიული განათლებას ბიუჯეტი. ჯამში, 10 წლის განმავლობაში, 200 მლნ ლარი დავხარჯეთ პროფესიული განათლების განვითარებაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო