CIU-სა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას CIU ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, კახაბერ კორძაიამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ მოაწერეს.

„მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების, კვლევების, სასწავლო-საგანმანათლებლო, სამეცნიერო ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, CIU-ს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სამინისტროში პრაქტიკის გავლას შეძლებენ.

შეხვედრაზე CIU-ს სტუდენტებისთვის, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ, მინისტრის მოადგილემ, ნინო ლობჟანიძემ და მინისტრის მრჩეველებმა - ეკა ჭითაშვილმა და სოფო დემეტრაშვილმა სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობები, სასტიპენდიო პროგრამები და თანამშრომლობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობები ვრცლად განიხილეს.

მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიას კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორმა, აკადემიკოსმა, მინდია უგრეხელიძემ და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა. გიორგი ხატიძემ მიმართა. შეხვედრაზე სიტყვით CIU-ს სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სესილი გოგიბერიძე წარდგა.

მემორანდუმის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა საუნივერსიტეტო კლუბი - „ახალი თაობის ხიდი“ დაარსდა. კლუბის ხელმძღვანელმა, სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა, რევაზ ბერულავამ, დამსწრე საზოგადოებას კლუბის დებულება წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კლუბის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდება ისეთი საგანმანათლებლო პროექტები, როგორებიცაა: საჯარო ლექციები, სტუდენტური საერთაშორისო კონფერენციები, სადისკუსიო ფორმატის შეხვედრები. კლუბის მიზანია, იზრუნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი სტუდენტების სოციალიზაციასა და ინტეგრაციაზე, ახალგაზდების გაძლიერებასა და ხელშეწყობაზე აფხაზეთის ა/რ სკოლებში.

შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და CIU-ს სტუდენტები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება