გიგა ბოკერია - ორბანს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი საწინააღმდეგო პოზიცია აქვს და ივანიშვილის რეჟიმის მასთან სიახლოვე ნიშანდობლივია

ორბანს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი საწინააღმდეგო პოზიცია აქვს და ივანიშვილის რეჟიმის მასთან სიახლოვე ნიშანდობლივია , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „ნიშანდობლივია, რომ ევროპულ სივრცეში ისინი, ვინც ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ღია სიმპათიებს გამოხატავენ და ყველა შემთხვევაში, მისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას ითხოვენ, მხოლოდ ირლანდიის პარლამენტში მყოფი პუტინისტები და ორბანი არიან“.

„ამ პოზიციაზე არიან ირლანდიის პარლამენტში მყოფი მემარცხენე ექსტრემისტი პუტინისტები, რომლებიც ანტიდასავლური, უკრაინის საწინააღმდეგო პოზიციით გამოირჩევიან და ორბანი, რომელიც ბოლო წლებში, ასევე, პუტინის რუსეთთან დაახლოებული პოზიციებით გამოირჩევა, მათ შორის, ნატოს გაფართოებაზე.

სამწუხაროდ, მას ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი საწინააღმდეგო პოზიცია აქვს და ასეთი ხალხი საქმეს რომ იჭერს ამ რეჟიმთან, ეგეც ნიშანდობლივია. მეორე, ასევე, მნიშვნელოვანი ამბავია, თუნდაც ასეთ ხალხთან შეხვედრისას, რა არის ამ რეჟიმის გზავნილი, იმის ნაცვლად, რომ ასეთ შეხვედრას ნატოში გაწევრიანების ლობირებისთვისა და რუსეთის წინააღმდეგ პოზიციის გამკაცრებისთვის იყენებდეს, უბრალოდ ერთ ხმაში უყვავებენ იმ პოზიციას, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება