სოსო ფხაკაძე - ჩვენი მთავარი ამოცანა, განათლებაზე, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნაა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდა, სადაც მინისტრმა პროფესიული განათლების ახალი გეგმა კერძო სექტორს წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

სოსო ფხაკაძის განცხადებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის თანახმად, კვალიფიციური კადრებისა და სპეციალისტების დეფიციტის პრობლემა უკვე მზარდ ტენდენციად გამოიკვეთა, რაზეც ხაზგასმით მეტყველებს BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში ბოლო რამდენიმე კვარტლის მაჩვენებლები.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, განსაკუთრებით პატარა ზომის ქვეყნებში, რომლებიც არ გამოირჩევიან სასარგებლო წიაღისეულის სიმდიდრით, განათლებაზე, ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული, ამიტომ განათლებაში სწორი ინვესტირება მნიშვნელოვანი და ძალიან ღირებულია.

„მიგვაჩნია, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გაჟღერებული პროგრამა, კერძოდ კი პროფესიული განათლების ახალი ხედვა, დროულია, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი, ბიზნესის მიერ საქმიანობისთვის მთავარ, N:1 ხელისშემშლელ ფაქტორად სახელდება. ზემოხსენებულ საკითხზე საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თითქმის ერთი წელია აქტიურად მუშაობს და BAG ინდექსის მონაცემებზე დაყრდნობით ახდენს როგორც ბიზნესს სექტორის, ასევე ხელისუფლების ინფორმირებას. მოხარულნი ვართ, რომ ამ მიმართულებით კარგი

შეთავაზება მიეცა კერძო სექტორს, განხორციელდება კოორდინირებული მუშაობა, რაც დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემდგომ დასაქმებაში, ხოლო ბიზნეს, თავის მხრივ, გადაუჭრის კვალიფიციური კადრების დეფიციტის მწვავე პრობლემას. ჩვენი მთავარი ამოცანა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნაა", - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის