ანრი ოხანაშვილი - კანდიდატობა იმისთვის გვჭირდება, ევროკავშირის სამართალს დავუახლოვდეთ - როცა ვინმე ამის საწინააღმდეგოს განხორციელებაზე გვეუბნება, ლეგიტიმურია ვთქვათ, რომ სტანდარტებთან თანხვედრაში არ არის, სადაა მითითებული, რომ ცდები უნდა ვატაროთ?

ჩვენ ევროკავშირის კანდიდატობა იმისთვის გვჭირდება, რომ ევროკავშირის ქვეყნების სამართალს დავუახლოვდეთ - როდესაც ვინმე ამის საწინააღმდეგოს განხორციელებაზე გვეუბნება, სავსებით ლეგიტიმურია ვთქვათ, რომ ეს ევროკავშირის სტანდარტებთან თანხვედრაში არ არის! სად არის მითითებული, რომ კანონმდებლობაზე ცდები უნდა ვატაროთ?! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილმა სწორედ ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ “თუ კანდიდატის სტატუსი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ცდა ჩავატაროთ საქართველოს კანონმდებლობაზე, ამას არავინ ითხოვს“.

“ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ ყველა იმ რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, რომელიც მომზადებულია სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით და თანხვედრაშია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან. ჩვენ ამ პრინციპს ბოლომდე ვიცავთ.

რაც შეეხება საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას, ამაზე არაერთი კონსულტაცია გვქონდა. ვერ მოვისმინე არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ უნდა განვახორციელოთ ფუნდამენტური რეფორმა ან რას ნიშნავს ფუნდამენტური რეფორმა. იგივე ვენეციის კომისიამ 2017-2018 წლებში საქართველოს კონსტიტუციაში და “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში არსებულ საბჭოს მოდელთან დაკავშირებით დაგვიწერა დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია ამბობს, რომ საბჭოს კომპოზიცია, სტრუქტურა და სამართლებრივი ძალა, რაც მას გააჩნია მისასალმებელია და უმეტესად თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩნდება კითხვა, რით არის განპირობებული ის, რომ როდესაც ამას ვენეციის კომისია 2017-2018 წლებში ამბობდა, იგივე ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ ფუნდამენტური რეფორმა გაატარეთ საბჭოსთან დაკავშირებითო - ეს არის ჩვენთვის გაურკვეველი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება