ვოლოდიმირ ზელენსკი - ვინ დგას „ჰამასის“ უკან? პასუხი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც მათ მხარს უჭერს - რუსეთი მათგან ერთ-ერთია

რუსეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც „ჰამასის“ უკან დგას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ­ ბუქარესტში რუმინელ კოლეგა კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ვინ დგას „ჰამასის“ უკან? ვფიქრობ, პასუხი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც მათ მხარს უჭერს. შეგვიძლია ვნახოთ - მხარს უჭერს საჯაროდ, მხარს უჭერს იარაღით, ეს ხომ ერთი დღე არ არის, ეს დიდი ხანია ხდება.

ვფიქრობ, აქ შეიძლება ფართო პასუხი იყოს, რომელიც თავად შეგიძლიათ იპოვოთ. ასევე სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ ნახოთ, ვინ იძლევა შესაბამის სიგნალებს. ვთვლით, რომ რუსეთი ერთ-ერთია მათგან, ვინც ეხმარებოდა და ასეთი შესაბამისი ნაბიჯების უკან დგას”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აქამდე უკრაინის პრეზიდენტმა ნატო-ს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელში „ჰამასის“ ტაქტიკა ისეთივეა, როგორც რუსეთის ტაქტიკა, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!