რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რას აკეთებს შეერთებული შტატების ავიამზიდი ისრაელში? რის გასაკეთებლად მიდის? - ის ღაზას მიმდებარე ტერიტორიას დაბომბავს და სერიოზულ ხოცვა-ჟლეტას დაიწყებს

ისრაელში ამერიკული ავიამზიდის ჩასვლას “სერიოზული ხოცვა-ჟლეტის” გამოწვევა შეუძლია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანმა ისრაელის გადაწყვეტილება, ღაზას სექტორის ბლოკადის, გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პალესტინელებისთვის ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეწყვეტა ადამიანის უფლებებს არღვევს.

“რას აკეთებს შეერთებული შტატების ავიამზიდი ისრაელში? რის გასაკეთებლად მიდის? ის ღაზას მიმდებარე ტერიტორიას დაბომბავს და სერიოზულ ხოცვა-ჟლეტას დაიწყებს”, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა გაიმეორა თავისი წინადადება მხარეებს შორის მედიატორად გამოსვლის შესახებ და განაცხადა, რომ ომის დასამთავრებლად ძალისხმევას გააგრძელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით, სამშაბათს იგი საუბარს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ასევე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება