საბა ბუაძე - უამრავი ქვეყანაა, რომელსაც წლებია კანდიდატის სტატუსი აქვს, მაგრამ არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა ევროკავშირისკენ - მთავარი წინაპირობა რეფორმებია, რომელსაც ხელისუფლება არ ახორციელებს, რაც ვენეციის კომისიამაც დაადასტურა

თუ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ამას ამ ხელისუფლებასთან არანაირი კავშირი არ ექნება, კანდიდატის სტატუსითაც და მის გარეშეც „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ევროკავშირს ვერ დაუახლოვდება , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

საბა ბუაძის თქმით, უამრავი ქვეყანაა, რომელსაც წლებია აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა ევროკავშირის მიმართულებით, ამიტომ საქართველოს მთავარი ამოცანა რეფორმების გატარებაა და არა კანდიდატის სტატუსი.

„ბოლო ნაბიჯი იქნება კანდიდატის სტატუსის ამ ხელისუფლების პირობებში იმიტომ, რომ რუსეთის და ამ ხელისუფლების ინტერესი არაა, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს, დასავლურ სამყაროს და მოწყდეს რუსულ სამყაროს, რომელიც ბევრ რამეს განასახიერებს ამ ქვეყანაში.

მე აბსოლუტურად თამამად ვამბობ, რომ ეს ხელისუფლება ქართველი ხალხის ნაცვლად ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს. პუტინის ინტერესებშია, რომ საქართველო იყოს ჩამორჩენილი, ჰიბრიდული სახელმწიფო, სადაც არც დემოკრატიაა, არც განვითარებაზე არანაირი სწორება არაა და რუსეთის უკანა ეზოდ მოიაზრებენ ამ ქვეყანას.

კანდიდატის სტატუსი ხომ არ არის ჩვენი მთავარი ამოცანა? უამრავი ქვეყანაა, რომელსაც წლებია აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა ევროკავშირის მიმართულებით, ამიტომ კანდიდატის სტატუსი კი არ არის ევროკავშირთან დაახლოების წინაპირობა, მთავარი წინაპირობა არის რეფორმები, რომელსაც ეს ხელისუფლება არ ახორციელებს. რაც სულ ბოლოს დაადასტურა ვენეციის კომისიამაც. კანდიდატის სტატუსი, კანდიდატის სტატუსისთვის არ გვჭირდება, მთავარი, რაც ევროკავშირთან დაახლოებას განაპირობებს არის რეფორმები. ბორელი იყო ჩამოსული და გვითხრა, ამ კლუბის წევრობა როცა გინდა, შესაბამისი წესებით უნდა იმოქმედო და გააკეთო ის, რაც ამ კლუბის სამოქმედო გეგმაში შედისო. ამას არ აკეთებს ხელისუფლება და ეს ბევრი მიმართულებით დადასტურდა“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო