GITA-ს მხარდაჭერით, ტექნოლოგიური კონფერენცია „ProdAct Conference 2023 – HOW?“ გაიმართა

GITA-ს მხარდაჭერითა და ProdAct Community - ის ორგანიზებით, Radisson Blu Iveria-ში ტექნოლოგიური კონფერენცია „ProdAct Conference 2023 – HOW?“ გაიმართა, რომელსაც 400-მდე სტუმარი დაესწრო.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენციის მთავარი თემატიკა პროდუქტების მენეჯმენტზე, დიზაინზე, მარკეტინგსა და დეველოპმენტზე იყო ფოკუსირებული. შესაბამისად ღონისძიება ორიენტირებული იყო შემდეგ თემებზე: წარმატებული პროდუქტის მენეჯერების ხედვის გაცნობა; Product design: Here’s how we do it; მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა; Agile მეთოლოგიების როლი ციფრული ტრანსფორმაციის პროცესებში.

„კონფერენცია ხუთ სექციას მოიცავდა და აერთიანებდა პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, „ნეთვორქინგის“ ფართო შესაძლებლობებსა და საჯარო გამოსვლებს. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიის წინაშე 30-მდე სპიკერმა ისაუბრა, როგორც წარმატებული ქართული კომპანიებიდან, ისე მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციებიდან.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებისა და ჟიურის წინაშე, ორგანიზატორების მიერ შერჩეული ხუთი სტარტაპი წარსდგა. ჟიურის შეფასებითა და გადაწყვეტილებით, გამარჯვებული სტარტაპი Globalize - ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება, ხოლო დანარჩენი ოთხი წარსდგება Startup Central Eurasia -ს მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ ღონისძიებაზე.

ProdAct Community-ის მიზანია, საქართველოში გაზარდოს პროდუქტის მენეჯმენტის ცნობადობა, გააერთიანოს ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები, დაეხმაროს აღნიშნული ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს ცოდნის მიღებასა და კომუნიკაციაში და ასევე, წაახალისოს ორგანიზაციებში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო