ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს იუსტიციის სისტემის ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ იუსტიციის დღეს - ეს დღე ეძღვნება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს იუსტიციის სისტემის ყველა თანამშრომელს იუსტიციის დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დღე ეძღვნება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.

„საქართველოს იუსტიციის სისტემის ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ იუსტიციის დღეს.

ეს დღე ეძღვნება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს, ამავე დროს - თითოეულ თქვენგანს; თქვენი ყოველდღიური შრომა საკვანძო მნიშვნელობისაა ჩვენს ქვეყანაში ამ პრინციპების განუხრელი დაცვისა და გაძლიერებისათვის; თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება გადამწყვეტ როლს თამაშობს სამართლიანი, ძლიერი, თანამედროვე, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!