თურქეთის ომბუდსმენი სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრში იმყოფებოდა

თურქეთის ომბუდსმენი ბავშვის უფლებების საკითხებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრში იმყოფებოდა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯალილე ოზლემ თუნჩაქს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, უწყების ხედვა და მიმდინარე პროექტები გააცნო. მხარეებმა, ამ კუთხით, დღეს არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს.

„ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრის საქმიანობის შესახებ, სტუმრებს, დეტალური ინფორმაცია, ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ხელმძღვანელმა, ინდირა რობაქიძემ გააცნო. დაწესებულებაში, ერთ სივრცეში, ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე, ხორციელდება მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია.

შეხვედრას თურქეთის დელეგაციასთან ერთად, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სოფიო კილაძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება