საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენთან, შერეფ მალქოჩთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით, საქართველოს სტუმრობს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - სოფიო კილაძე ესწრებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენი ბავშვთა უფლებების საკითხებში და ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები.

„შეხვედრის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ სტუმრებს დეტალურად გააცნო სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, რომლებიც ადამიანის უფლებების ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება. ალექსანდრე დარახველიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, მათ შორის შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატს.

შეხვედრის დასასრულს, დელეგაციის წევრებმა მადლიერება გამოხატეს ნაყოფიერი შეხვედრისთვის და აღნიშნეს, რომ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, ორმხრივ ფორმატებში მსგავსი ტიპის შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება