შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენ შერეფ მალკოჩთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენ შერეფ მალკოჩთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თურქეთის მთავარი ომბუდსმენის მოადგილე სელილ ტუნჩაკი და თურქეთის ელჩი საქართველოში ალი ორბეი.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისა და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას; სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოთქვა თურქეთის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და შერეფ მალკოჩის მიერ გამოხატული ინტერესის თანახმად, სტუმრებს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის მანდატი, მიზნები და ამოცანები, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით. თავის მხრივ, შერეფ მალკოჩმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს დეტალური ინფორმაციის მიწოდებისთვის.

„შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობა და ამისთვის დემოკრატიული პრინციპებისა და სტანდარტების შემდგომი გამყარების აუცილებლობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება