„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - მოახლოებულ სადღესასწაულო დღეებში პურპროდუქტეულსა და საკონდიტრო ნაწარმზე ფასები მკვეთრად გაიზრდება

მთავრობის გუშინდელი დადგენილება ითვალისწინებს პურის ფქვილის, ქერისა და ქატოს იმპორტზე გადასახადის გაზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოახლოებულ სადღესასწაულო დღეებში პურპროდუქტეულსა და საკონდიტრო ნაწარმზე ფასები მკვეთრად გაიზრდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, კახა მიქელაძემ და ლაშა ადამიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

კახა მიქელაძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს თქვას, რომ ხელს უწყობს ადგილობრივ მეწისქვილეებს, მაგრამ ხორბლის ბიზნესის სფეროში ნათლად იკვეთება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ინტერესები.

„საქართველო თვეში მოიხმარს 30 ათას ტონა პურის ფქვილს, აქედან 7 ათასი ტონა განკუთვნილია პურის წარმოებაზე, ხოლო დანარჩენი სხვა პროდუქტებზე. ხელისუფლება ცდილობს თქვას, რომ ამით ხელს უწყობს ადგილობრივ მეწისქვილეებს, მაგრამ აქ ნათლად იკვეთება ღარიბაშვილის ოჯახის ინტერესები ხორბლის ბიზნესის სფეროში. მივმართავთ, საქართველოს მოსახლეობას, თუ არ გვინდა, რომ პურის ფასი 4-5-ჯერ კიდევ გაიზარდოს, რაც შეიძლება მალე უნდა მოვიცილოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი ხელისუფლებიდან, რადგან მათი მავნებლობის მსხვერპლი ისევ არ გავხდეთ“, - განაცხადა კახა მიქელაძემ.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!