აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის მე-16 შეხვედრის წინ განაცხადა.

„სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს“, - განაცხადა ოსტინმა.

ოსტინმა აღნიშნა, რომ დახმარების ახალ პაკეტში შედის საბრძოლო მასალები საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება და რუსული დრონების საწინააღმდეგო სამხედრო აღჭურვილობა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!