BTU-ს სტუდენტებმა Nasa-ს საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვეს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები Nasa-ს საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ. ვილნიუსში ჩატარებულ კონკურსში BTU-ს სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.

NASA Space Apps Challenge-ის საერთაშორისო კონკურსი 7-8 ოქტომბერს გაიმართა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კონკურსში 185-ზე მეტი ქვეყნიდან 30 000-ზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობდა.

BTU-ს სტუდენტები, ნათია ზარიძე და ელენე წერეთელი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ვილნიუსში ყოფნისას, კურსელებთან ერთად, დავალების შესასრულებლად 2 დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

როგორც კონკურსის გამარჯვებული ნათია ზარიძე განმარტავს, წელს შემოთავაზებული იყო 30 ჩელენჯი Nasa-სგან, რომლიდანაც მონაწილეებს უნდა აერჩიათ ერთ-ერთი. BTU-ს გუნდმა აირჩია Titan City, 3032.

,,ჩვენ შევქმენით თამაში MARSEOPOLIS. მასში მომხმარებელს შეუძლია შექმნას ადამიანთან მაქსიმალურად მიმსგავსებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, რომელიც შემდეგ კოსმოსში გაემგზავრება. ყოველი ეტაპის შემდეგ მომხმარებელი იღებს ინფორმაციას კოსმოსის შესახებ და ეცნობა მის გარშემო საინტერესო ფაქტებს. პროექტის მთავარი მიზანი იყო მაქსიმალურად კარგად წარმოგვეჩინა ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც მეცნიერებისა თუ სხვა პროფესიის ადამიანების კოსმოსში გაფრენის დროს უჩნდება. პროექტის ფარგლებში გვინდოდა წარმოგვეჩინა მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა და მისი გავლენა ადამიანზე,’’ - განმარტავს გამარჯვებული, BTU-ს სტუდენტი ნათია ზარიძე.

გუნდში ნათიასა და ელენესთან ერთად იყვნენ მათი კურსელები გერმანიიდან, ავსტრიასა და უკრაინიდან. გამარჯვებულ გუნდს საპრიზო თანხა გადაეცა. ამავდროულად, ისინი Nasa-ს ცენტრში ექსკურსიაზე გაემგზავრებიან.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება