ილია დარჩიაშვილი - უნგრეთის და ევროკავშირის ბევრი სხვა ქვეყნის ძლიერი და პოზიტიური გზავნილები გვაქვს იმასთან მიმართებით, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - პოზიტიური მოლოდინი გვაქვს

უნგრეთის და ევროკავშირის ბევრი სხვა ქვეყნის ძლიერი და პოზიტიური გზავნილები გვაქვს იმასთან მიმართებით, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უნგრეთთან და ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან ინდივიდუალურად მუშაობს, რათა კანდიდატის სტატუსთან მიმართებით ქვეყანას ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდეს.

„ჩვენ ინდივიდუალურად ვმუშაობთ ყველა წევრ ქვეყანასთან, მათ შორის უნგრეთთანაც, რათა მისი ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს. ჩვენი საერთო მიზანი არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. უნგრეთის და ევროკავშირის ბევრი სხვა ქვეყნის ძლიერი და პოზიტიური გზავნილები გვაქვს იმასთან მიმართებით, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და დარწმუნებული ვარ, აუცილებლებლად მიიღებს. უნგრეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერი, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მონიჭებას და ჩვენი ქვეყნის წარმატებულ სვლას საბოლოო მიზნისკენ - ეს არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

გარდა ამისა, დარჩიაშვილმა „შავი ზღვის კაბელის“ პროექტის თაობაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ პროქტის მონაწილეები აქტიურად არიან ჩართულები მის განხორციელებაში და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც ამყარებს იმ ფაქტს, რომ ამ მიმართულებით თანამაშრომლობა გრძელდება.

„უნგრეთი არის ერთ-ერთი მონაწილე რუმინეთთან და აზერბაიჯანთან ერთად იმ შეთანხმების, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის მშენებლობის პროექტს, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ევროპისთვის ენერგოდივერსიფიცირების მიმართულებით. ყველა აქტიურად ვართ ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და ეს ვიზიტიც აძლიერებს და ამყარებს იმას, რომ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას. უნგრეთი ძლიერი ნაწილია ამ პროცესის, როგორც რუმინეთი და ჩვენი რეგიონიდან, ჩვენ და აზერბაიჯანი - ამ თანამშროობას ვაგრძელებთ და დარწმუნებული ვართ რომ კონკრეტული ნაბიჯები გამოჩნდება“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო