GRUNI-ში საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის პირველი სტუდენტური საინვესტიციო ფონდი გაიხსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საბროკერო კომპანია “Traders’ Hub“-თან პარტნიორობით, საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში პირველი სტუდენტური საინვესტიციო ფონდი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინიციატივა GRUNI-ს სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ივაჭრონ ნიუ-იორკის (NYSE) საფონდო ბირჟაზე არა სიმულაციურ, არამედ რეალურ რეჟიმში, ნამდვილი ანგარიშებით და ნამდვილ დროში. ყოველკვარტალური ანგარიშები ხელმისაწვდომი იქნება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. მიღებული მოგება კი ქველმოქმედებას მოხმარდება.

„აღსანიშნავია, რომ პროექტი ბრიტანულ-ქართული გამოცდილების ნაზავია და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პრაქტიკას გაუზიარებს ქართველ ახალგაზრდებს. პროექტში ჩართვის შესაძლებლობა სტუდენტების გარდა ექნებათ სკოლის მოსწავლეებსაც და სხვა დაინტერესებულ პირებსაც.

GRUNI Trading Lab-ის გახსნას ესწრებოდნენ სამეცნიერო, სამთავრობო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, კერძოდ: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე და სხვები.

სტუდენტურ საინვესტიციო ფონდს გამოცდილი ტრეიდერი, ტრეიდერთა ჰაბის დამფუძნებელი, 2023 წლის არაბული ტრეიდინგ ჩემპიონატის გამარჯვებული და ამავე მიმართულებით დიდ ბრიტანეთში მრავალწლიანი სამუშაო და სასწავლო გამოცდილების მქონე - რატი ქირია, უხელმძღვანელებს.

პროექტის იდეის ავტორები უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე და ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი პროფესორი ვახტანგ ჭარაია არიან. გრუნი აგრძელებს სიახლეების დანერგვას და კიდევ არაერთ საინტერესო ინიციატივას შესთავაზებს სტუდენტებსა და მოსწავლეებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება