ვოლოდიმირ ზელენსკი - მეშინია თუ არა, რომ მხარდაჭერა შემცირდება? არის მსგავსი რისკები, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ უკრაინისთვის - უკრაინისთვის დახმარების შემცირება მესამე მსოფლიო ომის რისკს ზრდის

უკრაინისთვის დახმარების შემცირება მესამე მსოფლიო ომის რისკს ზრდის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მეშინია თუ არა, რომ მხარდაჭერა შემცირდება? არის მსგავსი რისკები. მაგრამ ეს არ არის რისკი მხოლოდ უკრაინისთვის. თუ თქვენ არ დაეხმარებით უკრაინას, მაშინ რუსეთი გაძლიერდება. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, იქნება ეს ერთი, ორი თუ სამი წელი, იმ შემთხვევაში, თუ ომი არ დასრულდება, რუსეთი ისევ დაბრუნდება და მთელ უკრაინას გაანადგურებს. შემდეგი კი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნები იქნებიან.

ამიტომ დახმარების შემცირება ყველასთვის რისკს წარმოადგენს. გარდა ამისა, ჩვენი საერთო რისკები მოიცავს იმას, დარჩება თუ არა ევროპა და ნატო ერთიანი და დაიწყება თუ არა მესამე მსოფლიო ომი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ მსგავსი სიტუაცია რუსეთისთვის სასარგებლოა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო