უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების “ფაქტობრივი დასაწყისი” 2024 წელი იქნება

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების “ფაქტობრივი დასაწყისი” 2024 წელს იქნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ განაცხადა.

ჟოვკვამ ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე დე კროოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების “ფაქტობრივი დასაწყისი” 2024 წლის პირველ ნახევარში იქნება, როდესაც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა ბელგიას ექნება.

“და აქ ბელგიის პრეზიდენტობა უბრალოდ სიმბოლიზმით არ შემოიფარგლება - ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის “ინსტიტუციონალური გულიდან” დაუჭერს მხარს უკრაინას”, - განაცხადა ჟოვკვამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება