ვლადიმერ პუტინი პალესტინა-ისრაელზე - ორივე მხარეს სიმწარე ძალიან დიდია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, შევამციროთ ან ნულამდე დავიყვანოთ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს შორის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ისრაელისა და „ჰამასის“ ომის მხარეებს სამშვიდობო მოქალაქეებში მსხვერპლის “შემცირებისკენ ან ნულამდე დაყვანისკენ” მოუწოდებს. ამის შესახებ მან მოსკოვში გამართულ ენერგეტიკულ ფორუმზე განაცხადა.

პუტინის თქმით, ე.წ. ორი სახელმწიფოს მხრიდან კონფლიქტის გადაწყვეტის ნაკლებობამ ახლანდელი “ძალადობის აფეთქება” გამოიწვია.

“ისრაელი, როგორც ვიცით, შეიქმნა, მაგრამ პალესტინა, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო არასდროს შექმნილა, ეს არ მომხდარა…

გვესმის, რომ ორივე მხარეს სიმწარე ძალიან დიდია, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რა დონეზეა ორივე მხარეს სიმწარე, მაინც უნდა ვეცადოთ, რომ შევამციროთ ან ნულამდე დავიყვანოთ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს შორის”, - განაცხადა პუტინმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება