იციკ მოშე - ისრაელზე თავდასხმა ტერორისტული აქტია, რომელიც ძალიან კარგად არის დაგეგმილი - ისინი შემოვიდნენ ქვეყანაში და ბარბაროსული აქტები ჩაატარეს.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები ძალიან კარგად არის დაგეგმილი.

როგორც იციკ მოშემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, „ჰამასმა“ ქვეყანაში ბარბაროსული აქტები ჩაატარა.

„1947 წელს, როდესაც არაბული და ებრაული ნაწილის დაყოფა იყო, ამის შემდეგ არაბები თანახმა არ იყვნენ და ომი ისრაელის წინააღმდეგ გახსნეს, მაგრამ ომი არ არის საგარანტიო ფურცელი, ომი ჩატარდა და ისრაელმა ისევ დაიბრუნა სხვა ტერიტორიები. ისრაელი იბრუნებს თავის ტერიტორიებს და ოკუპაციას არ ახდენს, ვინაიდან, ეს არის ისრაელის მიწა-წყალი. ისრაელი მისი მხრიდან ყოველთვის სთავაზობს მის მეზობლებს, რომ ერთობლივად მშვიდობით ჩამოაყალიბონ ურთიერთობები. ისრაელს შეუძლია მის მეზობლებს დაეხმაროს და მათ დღემდე 5-ჯერ თქვეს უარი ამ ყველაფერზე. დღეს ისრაელი არის ძალიან ძლიერი ქვეყანა ყველა სფეროში.

2005 წელს ისრაელი გამოვიდა ღაზას სექტორიდან, ისინი დარჩნენ თავიანთ მწვანე ხაზებში და ჩვენ გვეგონა, რომ ისინი შექმნიდნენ თავიანთ სახელმწიფოს. ერთი წლის შემდეგ, 2006 წელს მოსახლეობის 56%-მა აირჩია ტერორისტული მთავრობა - „ჰამასი“. რაც ხუთი დღის წინ მოხდა, ეს პოტენციურად შეუძლიათ ყოველდღე გააკეთონ ისრაელში და მსოფლიოს ყველა ადგილზე, ვინაიდან, ასეთი ტერორისტული ორგანიზაციებს აქვთ ლეგიტიმაცია იარსებონ, ფული მიიღონ, იმ შემთხვევაში თუ არის ომი. ისინი არიან მშვიდობის წინააღმდეგ. ჩვენ ემირატებთან დავამყარეთ მშვიდობა, საუდის არაბეთთან მოლაპარაკება იყო და ამ დროს ეს დაიწყო. ისრაელი არის ერთადერთი დემოკრატია ახლო აღმოსავლეთში.

ზოგადად ეს არ არის ტერორისტული აქტები, რომლებიც დაიგეგმა ერთი კვირის წინ, ეს არის ძალიან კარგად დაგეგმილი, ისევ ირანის დახმარებით. ისინი შემოვიდნენ ქვეყანაში და ბარბაროსული აქტები ჩაატარეს.

მათ მოუნდებათ მძევლები ტერორისტებში გაცვალონ, რომლებიც ისრაელის ციხეებში იმყოფებიან. მათ იციან, რომ ისრაელი ზრუნავს ყოველ ჯარისკაცზე და ტყვეზე, რომელიც მეორე მხარეს არის და ისინი ამათ იყენებენ ფარად, როგორც მათ გამოიყენეს 2 მილიონი არაბი, რომელიც ღაზას სექტორში ცხოვრობს.

როდესაც საუბარი არის კანონებზე, ეს არის როგორც ტანგო, ორივე მხარემ უნდა დაიცვას კანონი. მე მჯერა, რომ არ არსებობს მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რომელიც მზად იქნება, რომ წელიწადში ერთხელ მიიღოს თავზე 1000 რაკეტა და რეაქცია არ ჰქონდეს. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ ორმაგი სტანდარტი არ უნდა ჰქონდეთ.

მიზანი არის, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს. „ჰამასის“ განადგურება, ეს არის მხოლოდ საშუალება, იმიტომ, რომ მიზანი არ არის, რომელიმე ადამიანის განადგურება, ეს არის მხოლოდ საშუალება იმისათვის, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს“, - განაცხადა იციკ მოშემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის