აშშ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარების კოალიციას უხელმძღვანელებს

აშშ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარების კოალიციას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვაზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. “რამშტაინის” ფორმატი) მე-16 სხდომის შემდეგ განაცხადა.

“ამ საკონტაქტო ჯგუფის წევრები ერთიანდებიან იმაში, რასაც “შესაძლებლობების კოალიციას” ვეძახით, და ეს უსაფრთხოების სფეროში ჩვენ დახმარებას კიდევ უფრო მოქნილს გახდის. ამ კოალიციებიდან ზოგიერთი უკვე ჩამოყალიბებულია. ესტონეთი და ლუქსემბურგი უხელმძღვანელებენ კოალიციას, რომელიც IT-ის მხარდაჭერით არის დაკავებული. ლიეტუვა უკრაინისთვის უკრაინულ ტერიტორიაზე რუსული ნაღმების გაწმენდის მხრივ დახმარებაში ლიდერობს.

და სიამაყით ვამბობ, რომ შეერთებული შტატები კვლავ გამოვა, რათა უხელმძღვანელოს ქვეყნების კოალიციას, რომლებიც უკრაინასთან მისი სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარებაზე მუშაობენ”, - განაცხადა ოსტინმა.

მან აღნიშნა, რომ კოალიციის ხელმძღვანელობისას აშშ საკუთარი ქმედებების მჭიდრო კოორდინაციას მოახდენს უკრაინასთან და სხვა პარტნიორებთან, და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინული F-16 ავიაგამანადგურებლების პოტენციალის განვითარებას.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო